საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 1.7%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.4%-ით გაძვირდა.
სექტემბერში ფასები მნიშვნელოვნად შემდეგ პროდუქტებზე გაიზარდა: რძე, ყველი და კვერცხი – 8.1%, ხორცი – 2.3%, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 1.6%, ბოსტნეული და ბაღჩეული- 2.7%, 0.7%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, 1.7%-ით საოჯახო ნივთები, 1.5%-ით ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ფასები (14.6%-ით) გაიზარდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 11.7%-ით გაძვირდა, ტრანსპორტი 3.9%-ით. ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 4%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 5.5%-ით გაიაფდა.
გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებლები