„ინტერს“ $1 მილიარდად გაყიდვისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება

„ინტერს“ $1 მილიარდად გაყიდვისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება

მართალია, მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა უკვე შეძლო, თუმცა იტალიურ კლუბს, მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან ყოველწლიურ საფეხბურთო ჩემპიონატში, უფრო მეტის მიღწევა სჭირდება. ლიგასთან დაკავშირებული ფინანსური მიზანი კი კლუბის სრული ან ნაწილობრივი შესყიდვის გარიგებისთვის, „ინტერის“ მიერ $1-მილიარდიანი ღირებულების მიღწევაა. შესყიდვის პროცესს საინვესტიციო ბანკები, Raine Group-ი და Goldman Sachs-ი ხელმძღვანელობენ.

მიზეზი საფეხბურთო კლუბის მიერ დიდი რაოდენობით თანხების დაკარგვაა. 2022 და 2021 წლებში მილანის „ინტერის“ დამფუძნებელი კომპანია F.C. Internazionale Milano-ს შეფასებით, ზარალმა, შესაბამისად, $140 მილიონი და $246 მილიონი შეადგინა, ამიტომ მილანის „ინტერისთვის“ გამარჯვება საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ნახევარფინალების რაუნდში ჩარჩენის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგიდან მიღებული შემოსავალი $30 მილიონზე ნაკლები იქნება. ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მეოთხედ დაუფლების შემთხვევაში კი კლუბი დაახლოებით $90 მილიონის მიღებას შეძლებს.

ცნობისთვის, ივნისში „ინტერის“ მთავარი კონკურენტის, „მილანის“, $1.28 მილიარდად შეძენის პროცესს RedBird Capital Partners-მა უხელმძღვანელა, რაც „ინტერის“ გაყიდვაზეც დიდ გავლენას ახდენს. ერთ-ერთმა სპორტულმა ბანკირმა, რომელიც გუნდის ფინანსებს კარგად იცნობს, Forbes-თან განაცხადა, რომ „RedBird Capital Partners-ის ძალისხმევა „მილანის“ ძვირად ღირებული კაპიტალის შესაქმნელად „ინტერს“ საქმეს მნიშვნელოვნად ურთულებს“.

„მილანი“ კი „ინტერთან“ შედარებით ბევრად კარგ მდგომარეობაშია. კლუბმა გასულ წელს მხოლოდ $30 მილიონი დაკარგა, ხოლო მისი წმინდა დავალიანება $28 მილიონს შეადგენს, განსხვავებით „ინტერისაგან“, რომლის წმინდა დავალიანებაც $354 მილიონს უტოლდება. „ინტერის“ დაუყოვნებლივ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები თავად კლუბის თავმჯდომარემ უარყო.