ისტორიაში პირველად აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

ისტორიაში პირველად აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უდიდესი ექსპორტიორი გახდა

ენერგოდეფიციტში მყოფი ევროპისათვის მიწოდების გაზრდის გამო, ისტორიაში პირველად გასულ თვეს შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. ბიზნესმედია გამოცემა Bloomberg-ის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, დეკემბერში ამერიკული საწარმოების წარმოების მაჩვენებელმა კატარის მონაცემებს გადააჭარბა.

ფიქლის გაზის რევოლუციამ და გამათხევადებელ საწარმოებში მილიარდობით დოლარის ოდენობის ინვესტიციამ შეერთებული შტატები თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილეს ექსპორტიორად ათ წელზე ნაკლებ დროში აქცია. ბუნებრივი აირის წარმოება 2010 წლის შემდეგ 70%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ 2022 წლის  ბოლოსათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტის მოცულობა შენარჩუნდება კიდეც.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ შეერთებული შტატების დომინირება თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტში დიდი ალბათობით დროებითია და შესაძლოა, ეს რამდენიმე მიზეზს გამოეწვია. ამასთან, მიმდინარე ათწლეულის ბოლოსათვის კატარი უმსხვილესი საექსპორტო პროექტის გაშვებას გეგმავს, რაც ამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანას, დიდი ალბათობით, თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ერთპიროვნულ ლიდერად აქცევს.

ამ პერიოდში კი შეერთებული შტატების ასეთი გააქტიურება გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემას ცოტა ხნით შეამსუბუქებს. შეგახსენებთ, რომ ევროპაში მიმდინარე ზამთარში დიდი ენერგოკრიზისია. ევროპელებმა აშშ-ის მიერ წარმოებული აირის 13% შეიძინეს დეკემბერში, რაც ხუთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 7-ჯერ დიდი მონაცემია.

Bloomberg-ის მონაცემებით, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი აზიურ სახელმწიფოებზე მოდის, მესამედი კი – ევროპულ ქვეყნებზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *