ისტორიაში პირველად, „დენვერ ნაგეტსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი გახდა. მან ფინალურ სერიაში „მაიამი ჰიტი“ საერთო ანგარიშით 4-1 დაამარცხა. უშუალო ბოლო შეხვედრა კი, Game 5 „ნაგეტსმა“ NBA-ის 2022 წლის MVP-ის, ნიკოლა ჯოკიჩისა და ჯამალ მიურეის წყალობით 94-89 მოიგო და მილიარდერ სტენ კრონკეს სპორტულ იმპერიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოუპოვა.
ნიკოლა ჯოკიჩმა საკუთარ გუნდს 28 ქულა მოუტანა, მაშინ როდესაც „მაია ჰიტის“ ვარსკვლავებმა, ჯერემი ბატლერმა და ბამ ადებაიომ, 21 ქულაზე მეტის ჩაგდება ვერ შეძლეს. „ჰიტის“ წინააღმდეგ ნაჩვენები შთამბეჭდავი შედეგებით, ჯოკიჩმა ფინალური სერიის MVP-ის წოდებაც მიიღო.
აღსანიშნავია, რომ „დენვერ ნაგეტსი“ NBA-ის 22-ე ყველაზე ძვირად ღირებული გუნდია, რომელიც $1.93 მილიარდად არის შეფასებული. რაც შეეხება მის მფლობელს, სტენ კრონკეს, ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მისი ქონება მოცემული დროისთვის $12.9 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში 139-ე ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს.
ცნობისთვის, უძრავი ქონების მაგნატი, სტენ კრონკე, Walmart-ის მილიარდერ მემკვიდრე ენ უოლტონ კრონკეზეა დაქორწინებული. კრონკემ ჰოლდინგური კომპანია Kroenke Sports & Entertainment-ის მეშვეობით სპორტული გუნდების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პორტფელი შექმნა. „დენვერ ნაგეტსის“ გარდა მისი კომპანია ასევე ფლობს NFL-ის გუნდ Los Angeles Rams-ს, NHL-ის გუნდ Colorado Rapids-ს და MLS-ის Colorado Rapids-ს და, გარდა ამისა, ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბ „არსენალს“.