ისტორიული ალიანსი

ისტორიული ალიანსი

“ალიანს ჯგუფის” აპარტამენტების მესაკუთრეები RCI-ის “ოქროს გვირგვინის” სტატუსით ისარგებლებენ.

საქართველო დასვენების გაცვლის გლობალურ რუკაზე წელს პირველად გამოჩნდა. წამყვანმა ქართულმა სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანია “ალიანს ჯგუფმა”, დასვენების გაზიარების მსოფლიოში უმსხვილეს მოთამაშე RCI-სთან ერთად, საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების ახალი, ინოვაციური ეტაპი დაიწყო. “RCI-ის საერთაშორისო ქსელის 4-მილიონიანი ოჯახი ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით 10 მილიონ პოტენციურ ტურისტს ნიშნავს”, – ამბობს “ალიანს ჯგუფის” გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი აკაკი სონგულია. “ალიანს ჯგუფის” მიერ განვითარებული ქონების მესაკუთრეებს “ალიანსის დასვენების კლუბის” წევრობა საკუთრების გაზიარების უპრეცედენტო შესაძლებლობას აძლევს. მათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 110 ქვეყანაში მდებარე 4,000-ზე მეტი პრემიუმ-რიზორტიდან მათთვის სასურველში დასვენება შეუძლიათ. “ალიანს ჯგუფის” ყველა პროექტი RCI-ის “ოქროს გვირგვინის” სტატუსს ატარებს, რაც დამატებით 200 ელიტარულ რიზორტთან წვდომას ნიშნავს.

ამჟამად RCI-ის ქსელი საქართველოში მოიცავს 1,000-ზე მეტი აპარტამენტისგან შემდგარ მულტიფუნქციურ კომპლექსს ბათუმში – “ალიანს პალასს”. მშენებლობის დასრულებისთანავე ქსელს აგრეთვე შეუერთდება “ალიანს ჰაილაინის” 700-აპარტამენტიანი მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისში და “ალიანს ფრივილიჯი” თავისი 1,000 აპარტამენტით ბათუმში. აპარტამენტების მფლობელები თავად გადაწყვეტენ, თავიანთი საკუთრებით თვითონვე ისარგებლონ, გააქირაონ ის საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანიის მეშვეობით, თუ RCI-ის გადასცენ გარკვეული პერიოდით, მაგალითად – ერთი კვირით, და სანაცვლოდ გლობალური ქსელიდან ნებისმიერი ელიტარული რიზორტი აირჩიონ.

RCI-ის “ოქროს გვირგვინის” სტატუსის უახლესი პროექტი, რომელსაც “ალიანს ჯგუფი” ავითარებს, “ალიანს ფრივილიჯია”. ეს არის 54-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსი ბათუმში, რომლის პირველ 12 სართულზე აჭარის რეგიონისთვის პირველი, Marriott-ის ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება, ზედა სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები იქნება წარმოდგენილი. ეს მეორე ფრანშიზული ხელშეკრულებაა, რომელიც “ალიანს ჯგუფმა” Marriott International-თან 2018 წლის 8 თებერვალს, ციურიხში (შვეიცარია) გააფორმა; პირველი ხელშეკრულება “ალიანს პალასის” პროექტს ეხებოდა, სადაც სასტუმრო Courtyard by Marriott-ი პირველ ექვს სართულზეა განლაგებული. “ალიანს ფრივილიჯის” სახით, ჩვენ ინოვაციურ არქიტექტურას ვქმნით და სწორედ ასეთ არქიტექტურას ვავითარებთ ჩვენს ყველა ულტრათანამედროვე პროექტში”, – ამბობს აკაკი სონგულია. “ალიანს ჯგუფის” ეს მახასიათებელი – ექსკლუზიური არქიტექტურა – ნათლად იკითხება მათ პირველ ფრანშიზულ პროექტშიც, “ალიანს პალასის” თაღოვან 41-სართულიან მულტიფუნქციურ კომპლექსში. როგორც სონგულია აღნიშნავს, ამ $45-მილიონიანმა პროექტმა დიდი წარმატება უკვე მოიპოვა და პრემიუმ-აპარტამენტების 95% უკვე გაყიდულია. “ალიანს პალასის” მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. სასტუმრო Courtyard by Marriott-ი კომპლექსში მოგვიანებით, 2019-ში გაიხსნება. მომდევნო ერთ წელიწადში ექსპლუატაციისთვის მზად იქნება “ალიანს ფრივილიჯის” აპარტამენტებიც, ხოლო 160-ნომრიანი სასტუმრო Marriott-ი სტუმრებს 2021-ში მიიღებს. ეს ელიტარული მულტიფუნქციური კომპლექსი ეკოლოგიურად უსაფრთხო და ენერგოეფექტიანი მასალებით შენდება. “ალიანს ფრივილიჯის” ინფრასტრუქტურა Marriott International-ის ხუთვარსკვლავიანი სტანდარტების მიხედვით იქმნება და მოიცავს: მიწისქვეშა ავტოსადგომს ორ სართულზე, საცურაო აუზს ზღვის წყლით, სპას და ფიტნესცენტრს, ლაუნჯს, რესტორნებსა და კაზინოს, ასევე კეთილმოწყობის ყველა სხვა კომპონენტს. კომპლექსს Marriott International-თან აფილირებული საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია, ამერიკული McInerney Hospitality International-ი, ამუშავებს. ამ ინოვაციურ პროექტში “ალიანს ჯგუფი” $80 მილიონს აბანდებს. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, “ალიანს ფრივილიჯი” ქვეყანას სარგებელს მოუტანს იმ მხრივ, რომ ტურისტულ შემოსავალში შეიტანს წვლილს. ის ასევე მოგებიანი ბიზნესია როგორც საკუთრების მფლობელებისთვის, ისე თავად კომპანიისთვისაც. “ეს ინვესტიციაა ბიზნესში”, – ამბობს სონგულია და განმარტავს, რომ “ალიანს ფრივილიჯში” პრემიუმ-აპარტამენტის კვადრატული მეტრის შესასყიდი სასტარტო ფასი $1,200-დან იწყება, რაც, პროგნოზების თანახმად, სამ წელიწადში, როცა კომპლექსის მშენებლობა დასრულდება, $2,600-ს მიაღწევს. “აპარტამენტის მყიდველი არა მხოლოდ სწრაფ საინვესტიციო უკუგებას ნახავს, მას საკუთრებაში ექნება უძრავი ქონება გაზრდილი ღირებულებით”, – ამბობს სონგულია. ის განმარტავს, რომ სულ რაღაც $50,000-ის ტოლფასი ინვესტიციით, შესაძლებელია, “ალიანს ფრივილიჯის” აპარტამენტის მესაკუთრე გახდე, შემდეგ კი კომპანიის მიერ შენი საკუთრების გაქირავების შედეგად 4-5 წელიწადში დაიბრუნო ინვესტიცია. “ხელმისაწვდომი ფასები და შესყიდვის მოქნილი პირობები კომპლექსს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მყიდველებისთვის”, – აღნიშნავს აკაკი. 30%-ის ან 15%-ის ტოლფასი საწყისი შენატანი პირველი ნაბიჯია აპარტამენტის შესაძენად. დარჩენილი ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, კომპანიის უპროცენტო შიდა განვადების მეშვეობითაა შესაძლებელი. ამასთან, მსურველს “ალიანს ჯგუფის” თავდებობით კომპანიის პარტნიორი ბანკების მომსახურებით სარგებლობა და, შემოსავლების შემოწმების გარეშე, იპოთეკური სესხების მიღება შეუძლია. მეორე მხრივ, კომპანია მყიდველს აპარტამენტის შეძენას ერთჯერადად გადახდილი თანხის სანაცვლოდაც სთავაზობს, რა დროსაც ის ფასდაკლებებით ისარგებლებს. ქართველი დეველოპერი მისი აპარტამენტების შესყიდვისას კლიენტებს საერთაშორისო საბანკო გარანტიებით უზრუნველყოფს. სონგულიას თქმით, კომპანიის აპარტამენტთა მყიდველების 80%-ს უცხოეთის მოქალაქეები წარმოადგენენ. “საუკეთესო ბიზნესგარემო კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ინვესტორმა კაპიტალი “ალიანს ჯგუფის” მიერ შექმნილ უძრავ ქონებაში დააბანდოს”, – ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი, და ამატებს, რომ ინვესტორებისთვის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალია, საქართველო კი ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სათავეშია. საკუთრების დარეგისტრირებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება, ქონების გადასახადის გადახდა არაა საჭირო და ბინადრობის ნებართვითაც უზრუნველყოფილი ხარ.

“ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ განვითარებისთვის პატარა სივრცე, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობები გვაქვს. “ალიანს ჯგუფი” ამას თავისი საქმიანობით ამტკიცებს, რაც ადგილობრივ მასშტაბებს დიდი ხანია, გასცდა”, – განმარტავს კომპანიის გენერალური დირექტორი. წარმატება საერთაშორისო ბაზრებზე წვდომაშია – სწორედ ამ ხედვით დანერგა 2008 წელს “ალიანს ჯგუფმა” საქართველოში სასტუმრო-აპარტამენტების კონცეფცია, და ეს რწმენავე დაედო საფუძვლად კომპანიის მოტივაციას, აეშენებინა მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც 2015-ში, საერთაშორისოდ აღიარებულ Courtyard by Marriott-თან პარტნიორობით, აპარტამენტებსა და სასტუმროს გააერთიანებდა. კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი – Ramada არის წარმოდგენილი “ალიანს რიზორტის” პროექტში, რომელსაც “ალიანს ჯგუფი” გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე ავითარებს. 2017 წელს სასტუმრო-აპარტამენტების კომბინირებულ ბიზნესკონცეფციას რეზიდენციული ასპექტი დაემატა: “ალიანს ჰაილაინის” პროექტში, რომელიც თბილისში შენდება, გლობალური ბრენდის, Wyndham Garden-ის სასტუმრო და აპარტამენტები განთავსდება. საერთაშორისო მიმართულებით უახლესი და საქართველოსთვის უპრეცედენტო მოვლენა კი ქართველი დეველოპერის მიერ RCI-სთან დადებული ხელშეკრულება გახლავთ.

“RCI-ი ტურიზმში დამატებით შემოსავალს ქმნის და ეს მხოლოდ უცხოელი სტუმრების რაოდენობაზე არაა დამოკიდებული. ვინაიდან RCI-ის წევრებს რიზორტში გაჩერების თანხა წინასწარ აქვთ გადახდილი, მათ, სხვა ტურისტებთან შედარებით, შეიძლება ითქვას, მეტი ფული აქვთ ქვეყანაში დამატებით დასახარჯად”, – ამბობს დიმიტრის მანიკისი – RCI-ის ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ბიზნესის განვითარების განხრით. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2017 წელს საერთაშორისო სტუმრების რიცხვმა საქართველოში 7,554,936-ს მიაღწია, რაც 18.8%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. უცხოელ სტუმართა უმეტესობა იყვნენ აზერბაიჯანელები (-0.6%), სომხები (+24%), თურქები (+24%), რუსები (+19.2%) და ირანელები (+110.5%). მანიკისის თქმით, RCI ამ სიას ახალ ქვეყნებს შემატებს: “საქართველო ახალი ბაზრებიდან მოიზიდავს უცხოელ სტუმრებს. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვფარავთ”.

RCI-ის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიზნესში კლიენტის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია. “აკაკის პირველად რომ შევხვდი, მითხრა, რომ მისი მიზანი რაღაც ისეთის შექმნა იყო, რაც მყიდველთა საუკეთესო ინტერესებს დააკმაყოფილებდა. მივხვდი, რომ ჩემს პარტნიორს ვესაუბრებოდი. ჩვენ მსგავსად ვაზროვნებთ”.

“ალიანს ჯგუფი” მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმრო ქსელებთან ერთად ამჟამად ოთხ სამშენებლო-დეველოპერულ პროექტს ავითარებს: “ალიანს პალასს” ბათუმში, რომელიც სასტუმრო Courtyard by Marriott-ს წარმოადგენს; “ალიანს ფრივილიჯს” ბათუმში, სადაც სასტუმრო Marriott-ი იქნება წარმოდგენილი; “ალიანს რიზორტს” სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე, რომელიც სასტუმრო Ramada-ს უმასპინძლებს; და “ალიანს ჰაილაინს” თბილისში, რომელშიც სასტუმრო Wyndham Garden-ი იქნება გაერთიანებული. ეს უკანასკნელი Wyndham Worldwide-ის შემადგენლობაში შედის – მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასტუმრო ქსელისა, რომელიც, ასევე, ე.წ. გაცვლითი დასვენების წამყვან კომპანიას, RCI-ს მოიცავს. ქსელი სამი განყოფილებისაგან შედგება: Wyndham Destination Network-ის, Wyndham Vacation Ownership-ისა და Wyndham Hotel Group-ისგან. მსოფლიოში უმსხვილესი ეს სასტუმრო-კომპანია 78 ქვეყანაში 8,100 სასტუმროთია წარმოდგენილი. Wyndham Worldwide-ი 20 სასტუმრო-ბრენდს აერთიანებს, მათ რიცხვში – ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ სასტუმრო-ბრენდ Ramada-ს. რაც შეეხება ასევე წამყვან გლობალურ სასტუმრო-კომპანია Marriott International-ს, ის 30 ბრენდით და 6,500 სასტუმროთი 127 ქვეყანაში ოპერირებს.

ბოლო 13 წელიწადში “ალიანს ჯგუფს” უკვე $200 მილიონზე მეტი აქვს დაბანდებული პრემიუმ-კლასის უძრავი ქონების ბაზარში. კომპანიის საინვესტიციო აქტივობები ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებში 2005 წელს დაიწყო, როცა “ალიანს ჯგუფმა” პირველი თანამედროვე რეზიდენციული შენობა ააშენა ბათუმში. “ახლა, როცა “ალიანს ჯგუფის” პარტნიორები ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო სასტუმრო-კომპანიები არიან, სრულიად მზად ვართ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად”, – ამბობს აკაკი სონგულია. წამყვანი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ოთხ მიმდინარე პროექტში $210 მილიონს აბანდებს.

“ალიანს ჯგუფისთვის” განვითარების უახლესი ეტაპი RCI-სთან პარტნიორობაა. როგორც აკაკი სონგულია ამბობს, საქართველოში დასვენების ინდუსტრიისთვის ეს რომ ისტორიული ფაქტია, ამის თვითმხილველები მალე ერთად გავხდებით.

სტატია ინგლისურ ენაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *