2019 წლის 7 თვეში (იანვარ-ივლისში) საქართველოში 961 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 8%-ით (70 მლნ დოლარით) მეტია. ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად იტალიიდან გაიზარდა, 7 თვეში 133 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2019 წლის 7 თვის მაჩვენებელზე 26 მლნ დოლარით, 25%-ით მეტია. იტალიის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა აშშ-დან არის, საიდანაც 7 თვეში 14 მლნ დოლარით, 16%-ით მეტი გადმოირიცხა. შემდეგ მოდის საბერძნეთი 13 მლნ-იანი ზრდით.
ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებიდან იანვარ-ივლისში 373 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 22%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე და ამავე დროს 135 მლნ დოლარით, 57%-ით აღემატება რუსეთიდან მიღებულ ფულად გზავნილებს. ევროკავშირმა რუსეთს ფულად გზავნილებში 2018 წელს გადაუსწრო.
ცალკე აღებული ქვეყნების მიხედვით, რუსეთი პირველ ადგილზეა, 7 თვეში 238 მლნ დოლარი გადმოირიცხა, თუმცა წინა წელთან შედარებით 19 მლნ დოლარითაა (8%-ით) შემცირებული. ფულადი გზავნილები შემცირდა თურქეთიდანაც, 14 მლნ დოლარით.
გრაფიკი: იანვარ-ივლისის ფულადი გზავნილების სტატისტიკა, მლნ დოლარი
წყარო: ეროვნული ბანკი