ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა

ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში საქართველოში 1 099 474 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 570 482 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი ივლისის თვის რეკორდული მჩვენებელია! წინა წლებში, არასდროს ივლისში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არ შემოსულა.

2018 წლის ივლისთან შედარებით, წელს ივლისში 5.8%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 1%-ით არის გაზრდილი. 8 ივლისიდან რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შემდეგ, ეს საკმაოდ კარგი შედეგია. წინა წლის ივლისთან შედარებით ვიზიტორები ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან გაიზარდა. აღნიშნული 5 ქვეყნიდან ჯამში 49 ათასით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რუსეთიდან 10 794-ით ნაკლები ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ირანიდან 20 853-ით ნკლები.

წინა თვესთან, 2019 წლის ივნისთან შედარებით კი ივლისში 225 508 ვიზიტორით მეტი შემოვიდა. ზრდა 26%-ია. ამ შემთხვევაში რუსეთიდანაც ზრდაა, ივლისში  რუსეთიდან 6 908 ვიზიტორით მეტი შემოვიდა, ვიდრე ივნისში.

შვიდი თვის ჯამში, იანვარ-ივლისში ტურისტების რაოდენობა 8%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 7.8%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 5 მილიონამდე ვიზიტორი, საიდანაც 2.7 მილიონამდე იყო ტურისტი.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2018: ივლისი

2019: ივლისი

ცვლილება%

აზერბაიჯანი

155,218

175,499

13.1%

რუსეთი

169,857

159,063

-6.4%

თურქეთი

142,452

156,136

9.6%

სომხეთი

137,278

141,663

3.2%

უკრაინა

21,337

25,221

18.2%

საუდის არაბეთი

16,025

22,775

42.1%

ისრაელი

19,648

22,687

15.5%

ირანი

34,290

13,437

-60.8%

ყაზახეთი

10,219

13,129

28.5%

ბელარუსი

11,751

12,545

6.8%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია