TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ივლისში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე 3,435 ტრანზაქცია განხორციელდა. ეს 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 3%-ით, წინა თვესთან შედარებით კი 18%-ით მეტია.
2024 წლის ივლისში გაყიდული ახალი ბინების რაოდენობამ 665 შეადგინა, რაც გასული წლის ივლისის მაჩვენებელზე 3.1%-ით ნაკლებია. ამავდროულად, ძველ ბინებში 2,770 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წლიურად 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საანგარიშო პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $268 მილიონი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია.
როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, ივლისში ბინების გასაყიდი ფასი $1,207-ს გაუტოლდა, რაც წლიურად 3.3%-იან, ხოლო თვიურად 2.5%-იან ზრდაზე მიანიშნებს. უფრო კონკრეტულად, ახალი ბინების შემთხვევაში საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 8.5%-ით, ხოლო თვიურად 7.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ამ შემთხვევაში 2%-იანი წლიური და 1.2%-იანი თვიური ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში წლიურად 9%-ით შემცირდა ბინების გასაქირავებელი ფასი და $11.5-ს გაუტოლდა. წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 0.8%-ით არის შემცირებული.