TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში, გასული წლის ამავე თვესთან შედარებით, ბინების გაყიდვები 20%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ივნისში 2,903 ბინა გაიყიდა, 2023 წლის ივნისში კი – 3,643.
ტრანზაქციებში ყველაზე დიდი, 20%-იანი წილი დიდ დიღომს უჭირავს. მეორე ადგილზე 16%-იანი წილით საბურთალოა, მესამეზე კი – სამგორი, რომლის წილიც მთლიან ტრანზაქციებში 12%-ს უტოლდება.
ამასთანავე, ივნისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 222 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 21%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ღირებულებას – ივნისში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე $1,178-ს გაუტოლდა, გასულ წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა. გასაქირავებელმა ფასმა კი კვადრატულ მეტრზე $11.6 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 8%-ით შემცირებული მაჩვენებელია.