ჯანდაცვის ექსპერტების მღელვარება ზამთრის გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება

ჯანდაცვის ექსპერტების მღელვარება ზამთრის გრიპის სეზონის მოახლოებასთან ერთად იზრდება

იმისდა მიუხედავად, რომ მასობრივი ვაქცინაციის კამპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს, ვირუსის მუტაციური შტამები და ვარიანტები მაინც იწვევს კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას. ჯანდაცვის ექსპერტები კი, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, მოსახლეობას მძიმე გრიპის სეზონის შესახებ აფრთხილებენ. ტეხასის უნივერსიტეტის კოვიდ-19-ის მოდელური კონსორციუმის დირექტორის, ეპიდემიოლოგ ლორენ მეიერსის, განცხადებით 2021-22 წლების გრიპის სეზონთან დაკავშირებით ბევრი გაურკვევლობა არსებობს.

სეზონური გრიპის ინფექციისაგან განკურნების შემდეგ, ადამიანებს გარკვეული მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში სხვა ინფექციების მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ. შესაბამისად, შარშანდელი გრიპის სეზონის წინ, იგივე ეფექტი კოვიდით დაავადებულ პაციენტებს ჰქონდათ. ეს ტენდენცია კი ამჯერად არ შეინიშნება.

გრიპის სეზონის განსაკუთრებით აქტიურმა მიმდინარეობამ შესაძლოა იმოქმედოს როგორც ვირუსის ევოლუციაზე, ისე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზეც – განაცხადა ლორენ მეიერსმა.

იმავე პრობლემის შესახებ განცხადება ივნისში ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმაც გააკეთა. კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის პერიოდში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი სოციალური დისტანციის კამპანიების გამო მნიშვნელოვნად დაეცა.

მაგალითად, ინგლისსა და უელსში 2018 და 2019 წლებში გრიპის ვირუსით 29 000 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაჩვენებელი კი 15 000-მდე შემცირდა 2020 წლის გრიპის ვირუსის სეზონზე.

ზუსტი პროგნოზის გაკეთება მომდევნო სეზონის ფატალურობასთან დაკავშირებით რთულია, თუმცა როგორც შეერთებული შტატების, ისე გაერთიანებული სამეფოს დაავადებათა კონტროლის ცენტრებში აცხადებენ, რომ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გარდაუვალია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *