Alibaba-ს დამფუძნებელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა საქველმოქმედო საქმიანობას აფართოვებს. როგორც მისმა ფონდმა განაცხადა, ისინი უზრუნველყოფენ ციფრული სახელმძღვანელოების გავრცელებას, რომლებიც მოიცავს იმ ექიმების, სამედიცინო პერსონალისა და ადმინისტრაციის გამოცდილებას და გაკვეთილებს, რომლებიც ჩინეთში კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.
სახელმძღვანელოში შესულია ჯეძიანის სამედიცინო საუნივერსიტეტო სკოლის ჰოსპიტლის გამოცდილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ჯეძიანის პროვინციაა ჯეკ მას მშობლიური მხარე.
“დღეს, როდესაც გლობალური პანდემიაა, ეს გამოცდილებები არის ძვირფასი და უმნიშვნელოვანესი იარაღი სამედიცინო პერსონალისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ექიმები და ექთნები, რომლებიც სხვა დაზარალებულ ადგილებში მუშაობენ, ისწავლიან ამ გამოცდილებით“, – წერს ჯეკ მა სახელმძღვანელოს შესავალში.
კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ეს ჯეკ მას პირველი საქველმოქმედო მცდელობა არ არის. Alibaba-ს დამფუძნებელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის აშშ-ისა და აფრიკისთვის მილიონობით პირბადის და ანალიზის ტესტის გაგზავნას გეგმავს.
“ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, სწრაფი და ზუსტი ანალიზი და ადეკვატური დამცავი საშუალებები სამედიცინო პერსონალისთვის არის ყველაზე ეფექტური გზა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა ჯემ მამ გასულ კვირას.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით ჯეკ მას ქონება 39 მლრდ დოლარია.