მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი ყოველდღიურად უფრო მდიდარი ხდება.
Amazon-ის დამფუძნებლი 2018 წლის იანვარში 20 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მისმა ქონებამ $119 მილიარდს გადააჭარბა.
Amazon-ის ღირებულება, სავარაუდოდ, მალე 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. კომპანია ვითარდება, იზრდება და ინვესტორებიც სულ უფრო და უფრო ენდობიან მას. რაც განაპირობებს კიდეც ბეზოსის მზარდ სიმდიდრეს.
იანვარში $7 მილიარდით გაიზარდა უორენ ბაფეტის ქონება და ის ფაქტობრივად დაეწია ბილ გეითსს. Forbes-ის მილიარდერების სიაში გეითსი მეორეზეა $92.4 მილიარდით, ბაფეტი კი მესამეზე – $92.3 მილიარდით.
ადევნეთ თვალი მილიარდერების რეიტინგს ლაივ-რეჟიმში Forbes Georgia-ს ვებგვერდზე.