ჯეფ ბეზოსის Earth Fund-ი კლიმატის გადასარჩენად $150 მილიონს  გაიღებს

ჯეფ ბეზოსის Earth Fund-ი კლიმატის გადასარჩენად $150 მილიონს  გაიღებს

ჯეფ ბეზოსის $10-მილიარდიანი ფონდი Earth Fund-ი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე მომუშავე ჯგუფებს $150 მილიონს გამოუყოფს. ეს თანხა ამჯერად რასობრივ უმცირესობებს და დაბალშემოსავლიან დასახლებებს მოხმარდება – კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების შედეგების პირველ მიმღებ რგოლში ხშირად სწორედ ისინი ხვდებიან.

საერთო ჯამში, ჯეფ ბეზოსის ფონდმა $203.7 მილიონის გრანტები გამოყო, რომელთაგან $53 მილიონი კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლებას მოხმარდება როგორც საზოგადოებაში, ისევე ბიზნესების მიერ, ხოლო $20 მილიონი უშუალოდ კლიმატის ცვლილებებთან მებრძოლ სოციალურ მოძრაობებს გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ ჯეფ ბეზოსის ფონდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთანაც აპირებს თანამშრომლობას – $130 მილიონს ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ ინიციატივას, Justice40-ს შეუერთდებიან. ინიციატივა მიზნად ისახავს, რომ მოწყვლადმა ჯგუფებმა ინფრასტრუქტურასა და კლიმატის საკითხებში დაბანდებული ფედერალური ინვესტიციების 40% უშუალოდ მიიღონ.