„ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეაჩეროთ რუსული მილსადენი“ - უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს

„ჯერ კიდევ არ არის გვიან, შეაჩეროთ რუსული მილსადენი“ - უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებს

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული ფირმა ნაფტოგაზის (Naftogaz)ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან შეერთებულმა შტატებმა და გერმანიამ დაბლოკონ რუსული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენი და მოუწოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გააძლიეროს სანქციები ამ პროექტისთვის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გერმანიასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის ივლისში მიღწეულ გარიგებას, რომელიც რუსეთს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის  გაგრძელების საშუალებას აძლევს.

საპასუხოდ რუსეთი აცხადებს, რომ $11 მილიარდიანი  პროექტი, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით რუსეთიდან გაზს დასავლეთ ევროპას მიაწვდის კომერციულია. კიევი კი შიშობს, რომ ის მილსადენის გამო მილიარდობით დოლარს დაკარგავს, თუ რუსეთი გვერდს აუვლის უკრაინას, როგორც სატრანზიტო გზას. ამასთან, ოფიციალური კიევის განცხადებით,  მილსადენი საფრთხეს უქმნის ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი  შეიძლება იყოს, არ ვიცი, 99%-ით დასრულებული, ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია და [პროექტი] უნდა შეწყდეს,“ – თქვა ვიტრენკომ.

ცნობისთვის, ბაიდენი ოთხშაბათს თეთრ სახლში უმასპინძლებს ზელენსკის. ვიტრენკოს თქმით, „ლიდერებს შორის კონკრეტული დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანია, ორ პრეზიდენტს შორის ნდობის დასამყარებლად.“

შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი  კიევს აგვისტოში ეწვია და  გარანტია მისცა ქვეყნის ხელისუფლებას, რომ რუსეთს არ ექნებოდა უფლება გამოეყენებინა Nord Stream 2, როგორც გეოპოლიტიკური იარაღი. დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა გერმანია მზად გამოიყენოს თავისი ბერკეტები მოსკოვზე, ვიტრენკომ თქვა: „ვნახოთ. ჩვენ გავიგეთ“ დიახ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *