2018 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის აპარატმა საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების 470 პროცესი შეისწავლა. გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 266 ფაქტი. 72 ფაქტზე მოხდა ჯარიმის დაკისრება, 61 ფაქტზე – გაფრთხილება, 67 სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხერხდა, კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-თვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო.
საჯარო და კერძო სექტორში მიმართვიანობა შემდეგნაირად ნაწილდება:
საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის აპარატმა მოქალაქეთა განცხადებების განხილვისა და ინსპექტირების შედეგად კერძო სექტორში მონაცემთა დამუშავების 355 შემთხვევა შეისწავლა. მათ შორის იყო: 60 – სავაჭრო და მომსახურების გამწევი, 40 – მარკეტინგული, 35 – ე.წ. სესხის ამომღები, 21 – ელექტრონული კომუნიკაციის, 21 – სამედიცინო, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანია. 30 შემთხვევაში საქმე ეხებოდა ბანკებს, 19 შემთხვევაში – მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, 15-ში – ონლაინსერვისების მიმწოდებელს, 12-ში – სს “კრედიტინფო საქართველოს”. ინსპექტორის აპარატმა ასევე შეისწავლა 10 სასტუმროს, 8 აზარტული თამაშების კომპანიის, 8 კერძო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონიერება.
2018 წლის განმავლობაში კერძო სექტორში გამოვლინდა სამართალდარღვევის 196 ფაქტი, ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა 61, ხოლო გაფრთხილება მიეცა 54 მონაცემთა დამმუშავებელს.
2018 წელს ინსპექტორმა შეისწავლა საფინანსო სექტორის მიერ მონაცემთა დამუშავების 96 შემთხვევა. მათგან ბანკების მიერ მონაცემთა დამუშავების – 30, ე.წ. სესხის ამომღები კომპანიების – 35, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების – 19 და სს “კრედიტინფო საქართველოს”-12 შემთხვევა.