ხუთი ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიის ფასი ხუთშაბათის ვაჭრობის შედეგად $269 მილიარდზე მეტით გაუფასურდა. ეს ყველაზე ცუდი შედეგია მარტის თვის შემდეგ აშშ-ის საფონდო ბირჟებზე.
მათგან, ყველაზე მეტად დაზარალებული Microsoft-ია, რომლის აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა, ღირებულებაში კი ეს $80 მილიარდიანი კლებაა. შემდეგ მოდის Facebook-ი, რომლის აქციებიც ასევე 5%-ზე მეტით გაუფასურდა, მას მოჰყვება Apple, რომლის აქციების ფასი 4.8%-ით შემცირდა, Alphabet-ის 4.29%-ით და Amazon-ის 3.38%-ით.
შემცირდა სხვა კომპანიების აქციების ფასიც, მაგალითად Cisco-ს (-7.91%) და IMB-ის (-9.1%), რომლებმაც ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს. იმავეს ვერ ვიტყვით Zoom-ზე, რომელსაც მცირედი ზრდა ჰქონდა (0.5%). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პლატფორმის ღირებულება 2020 წელს 226%-ით გაიზარდა, და ეს მნიშვნელოვნად კორონავირუსის პანდემიის დამსახურებაა, რის გამო დაწესებული კარანტინის შედეგად, მილიონობით ადამიანი იძულებული იყო ონლაინ შეხვედრებისთვის სწორედ მსგავსი პლატფორმები გამოეყენებინა.