კიმ ჩენ ინი პუტინთან შეხვედრას გეგმავს

კიმ ჩენ ინი პუტინთან შეხვედრას გეგმავს

New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი, კიმ ჩენ ინი უახლოეს პერიოდში რუსეთში გამგზავრებასა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთთან სამხედრო-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მომხრეა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყნის საზღვრებს იშვიათად ტოვებს. Times-ის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი რუსეთში შეჯავშნილი მატარებლით ვლადივოსტოკამდე ჩავა, სადაც პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნება.

ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით, კიმ ჩენ ინი და ვლადიმირ პუტინი კონკრეტული სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლის შესაძლებლობებს განიხილავენ. ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, რუსეთი კი ჩრდილოეთ კორეას სატელიტურ ტექნოლოგიასა და ბირთვულ წყალქვეშა ნავებს მიაწვდის.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან ერთად სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის მზაობა გამოთქვა. გასულ კვირას კრემლმა ჩრდილოეთ კორეასთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების შესახებაც განაცხადა.

ცნობისთვის, კიმ ჩენ ინის მამა რუსეთს ბოლოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 2011 წელს ასევე მატარებლით ესტუმრა.