კლინტონი, ბუში და ობამა კოვიდ-ვაქცინის ჩატარებას საჯაროდ, კამერების წინ აპირებენ

კლინტონი, ბუში და ობამა კოვიდ-ვაქცინის ჩატარებას საჯაროდ, კამერების წინ აპირებენ

ამერიკის სამი ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი აცხადებენ, რომ ისინი კორონავირუსის ვაქცინას როგორც კი დამტკიცებული იქნება შესაბამისი სამსახურის მიერ, საჯაროდ გაიკეთებენ. ამის შესახებ Nypost წერს. ჯორჯ ბუშმა და ბილ კლინტონმა ამის შესხებ CNN-ს განუცხადეს, ხოლო ბარაკ ობამამ ამის სურვილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში გამოთქვა.

ცნობისთვის, ჯორჯ ბუშს არაერთხელ მიუმართავს თეთრი სახლის კორონავირუსის საკითხებზე მომუშავე გუნდის წევრებისთვის – ენტონი ფაუჩისა და დებორა ბირქსისთვის, რათა როგორც მოხალისეს მონაწილეობა მიეღო ამერიკელი მოქალაქეების წახალისებაში ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ბუშის ადმინისტრაციის უფროსი ფრედი ფორდი.

“თავდაპირველად ვაქცინა უნდა დარიგდეს უსაფრთხოდ და პრიორიტეტი მიენიჭოს მოწყვლად ჯგუფებს, შემდეგ პრეზიდენტი ბუში ჩადგება რიგში და დიდი სიამოვნებით აიცრება კამერის წინ“, – განაცხადა ფორდმა.

იგივეს აცხადებს ბილ კლინტონის პრესმდივანი ანგელ ურენაც.

“პრეზიდენტი კლინტონი აუცილებლად გაიკეთებს ვაქცინას მაშინვე როგორც კი ეს მისთვის ხელმისაწვდომი იქნება, ამას ის საჯაროდ გააკეთებს, თუ ეს დაეხმარება ყველა მოქალაქეს რომ წახალისდნენ და იგივე გააკეთონ“, – დასძინა ურენამ.

რაც შეეხება ბარაკ ობამას, ისიც პირობას დებს, რომ საჯაროდ აიცრება. მისი ინტერვიუ ამის შესახებ დღეს უნდა გამოჩნდეს სატელევიზიო სივრცეში.