კრედო ბანკმა ხელი მოაწერა 44 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულებას ევროპის წამყვან ფინანსური განვითარების ინსტიტუტ PROPARCO-სთან (Groupe Agence Française de Développement). 5-წლიანი ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას მოხმარდება. სესხთან ერთად, PROPARCO-ს ტექნიკური დახმარების პროგრამა, კრედო ბანკს საშუალებას მისცემს განავითაროს მომხმარებელზე მორგებული სრული საბანკო შეთავაზებები და პროდუქტები.
“PROPARCO და კრედო ბანკის განსაკუთრებული ურთიერთობა უკვე 4-წლიან თანამშრომლობას ითვლის. გრძლევადიანი, ლარში დენომინირებული ტრანზაქცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა სავალუტე რისკების შესამცირებლად, ასევე ეკონომიკის დედოლარიზაციის თვალსაზრისითაც. ჯამური ინვესტიციის მოცულობა, ტექნიკური დახმარების პროგრამასთან ერთად, 100 მილიონი ლარის რესურსს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კრედო ბანკი წარმატებით განაგრძობს პოზიციონირებას როგორც წამყვანი მიკროსაფინანსო ბანკი საქართველოში.” – განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ.
“მოხარულები ვართ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის და Smart Campaign აკრედიტაციის მქონე კრედო ბანკთან მორიგი თანამშრომლობით. ეს ტრანზაქცია კრედო ბანკსა და PROPARCO-ს შორის, რომელიც რიგით მესამეა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში, გამოხატავს ჩვენს შორის მჭიდრო პარტნიორობას და PROPARCO-ს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერას საქართველოში.” – აცხადებს PROPARCO-ს რეგიონალური დირექტორი ჟან-გაბრიელ დერი.
PROPARCO-ს შესახებ
PROPARCO არის AFD-ის (საფრანგეთის განვითარების სააგენტოს) კერძო სექტორის დაფინანსების ფრთა, რომელსაც 40 წლიანი გამოცდილება აქვს ეკონომიკური, სოციალური და გარემოს მდგრადი განვითარების მხრივ. PROPARCO ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიებსა და საფინანსო ინსტიტუტებს აფრიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მისი ძალისხმევა მიმართულია ინფრასტრუქტურული, განახლებადი ენერგიის, აგრობიზნესის, ფინანსური ინსტიტუციების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს განვითარებისკენ. სააგენტოს ქმედებები მიზნად ისახავს კერძო სექტორის თანამონაწილეობის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების (Sustainable Development Goals; SDGs) მისაღწევად, რომლებიც დასახულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ 2015 წლიდან. ამგვარად, PROPARCO აფინანსებს კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტისა და სერვისების შექმნას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.
კრედო ბანკის შესახებ
კრედო ბანკი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლიდერი მიკროსაფინანსო ბანკია მომხმარებელთა რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. იგი 69 სერვის ცენტრით 285 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება ქვეყნის მასშტაბით. ბანკის მისიაა მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისებით უზრუნველყოფა, სასოფლო სამეურნეო და დასაქმების უზრუნველმყოფი ბიზნესების პრეფერენციით.
კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG, ResponsAbility Investment Management AG და Triodos Investment Management BV-გან შედგება