ლარი ევროს მიმართაც რეკორდულ ნიშნულზეა გაუფასურებული

ლარი ევროს მიმართაც რეკორდულ ნიშნულზეა გაუფასურებული

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დღეს 1 ევრო 2.8222 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ ლარი ევროს მიმართაც რეკორდულ დონეზეა გაუფასურებული. აქამდე, ლარის კურსი ევროს მიმართ ყველაზე მაღალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს იყო, როცა 1 ევრო 2.8003 ლარი ღირდა.

ლარის ევროს მიმართ რეკორდულ გაუფასურებაში აღსანიშნავია ის რომ, თავის მხრივ ევროც გაუფასურებულია დოლარის მიმართ. ბოლო წლებში ევრო დოლარის მიმართ 23%-ით გაუფასურდა. ევრო დოლარის მიმართ რომ არ გაუფასურებულიყო, დღეს 1 ევრო დაახლოებით 3.7 ლარი ეღირებოდა.

გრაფიკი: ლარის კურსი ევროს მიმართ ბოლო 10 წელიწადში: