ლარში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები მცირდება

ლარში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები მცირდება

2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული ვადიანი დეპოზიტები 173 მლნ ლარით შემცირდა. 2018 წლის პირველ ოქტომბერთან შედარებით კი 250 მლნ ლარით (7.3%-ით) არის შემცირებული. ლარში განთავსებული მოთხოვნამდე დეპოზიტები და მიმდინარე ანგარიშებზე დარიცხული თანხები 197 მლნ ლარით გაიზარდა. შედეგად, სექტემბერში, აგვისტოთან შედარებით ჯამური დეპოზიტები 24 მლნ ლარით გაიზარდა.

უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 16 მლნ დოლარით გაიზარდა. შედაგად, სექტემბრის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 64.4% შეადგინა. აგვისტოს ბოლოს დოლარიზაცია 64.1%, ხოლო ერთი წლის წინ 63.2% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 17.1 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 9.5 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2018 წლის პირველ ოქტომბერთან შედარებით, 2019 წლის პირველ ოქტომბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 1 028 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 213 მლნ დოლარით.

2019 წლის პირველი ოქტომბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9%-ია, ერთი წლის წინაც 2.9% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 8.2% იყო.

გრაფიკი: ლარში განთავსებული ვადიანი დეპოზიტების დინამიკა ბოლო 2 წელიწადში, მილიარდ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.