ლეგენდარული Aston Martin-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა

ლეგენდარული Aston Martin-ის აქციების ფასი 16%-ით შემცირდა

ლეგენდარული ჯეიმს ბონდის არანაკლებ ლეგენდარული Aston Martin-ი აცახდებს, რომ მისი აქციების ფასი 16%-ით შემცირდა და აღნინშავს, რომ კომპანია “2019 წლით ძალიან იმედგაცრუებულია”. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, მისი კონკურენტი Rolls-Royce-ისთვის 2019-ი სრულიად განსხვავებული იყო, რადგან ძვირფასი მანქანების მწარმოებელმა კომპანიამ გასულ წელს 5,100 მანქანა გაყიდა.

Aston Martin-ი აღნიშნავს, რომ დილერების შეკვეთები მათ მანქანებზე 7%-ით შემცირდა. როგორც კომპანია აცხადებს, Aston Martin-ი შემოსაველბს 130-140 მილიონი გირვანქა სტერლინგის ფარგლებში ელოდებოდა, რაც გასული წლების 247.3 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებია. 

Aston Martin-ი იუწყება, რომ დღევანდელი მონაცემებით თითო აქციის ფასი £4.50-მდეა შემცირებული, მაშინ როცა კომპანიის აქციების ფასი 19 გირვანქა სტერლინგით განისაზღვრა 2018 წლის ოქტომბერში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საინტერესოა რატომ არ ყიდულობენ მდიდარი ადამიანები ლეგენდარული ბრენდის მანქნას, რომლის არსებობაც უკვე 106 წლიან ისტორიას ითვლის, ეს მათი არასწორი მარკეტინგული კამპანიით აიხსნება, რადგან ვერ ახერხებენ მომხმარებლების მოზიდვას.

წყარო: BBC

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *