ლეგენდარული "გზის მეფე" - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს

ლეგენდარული "გზის  მეფე" - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს

საქართველოში ტოიოტას ორივე ოფიციალური დილერის – “ტოიოტა ცენტრი თბილისის” და “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” შოურუმებში ახალი LC200 გამოჩნდა – ავტომობილი, რომელიც საქართველოში უკვე ბევრი წელია, არა მხოლოდ კომფორტული გადაადგილების საშუალებას, არამედ ცხოვრების სტილისა და განსაკუთრებული სტატუსის ნიშანს წარმოადგენს.

Land Cruiser-ის ყოველი ახალი თაობა ამ მოდელის 60-წლიან ისტორიას ეფუძნება და იდეალურად ითავსებს საყოველთაოდ აღიარებულ საიმედოობას, სიმტკიცესა და ხარისხს. გარდა ამისა მოდელის ყოველი განახლებული ვერსია მძღოლისა და მგზავრების კომფორტის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ემსახურება. ამ თვალსაზრისით ახალი LC200  საუკეთესოდ აგრძელებს წლების მანძილზე კანონზომიერებად ქცეულ ტრადიციებს.

ამჯერად, მოდელის თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზები ავტომობილის ექსტერიერშიც და ინტერიერშიც ელით.

განახლებულმა LC200-მა მიიღო რადიატორის უფრო მასიური ცხაურა, შეიცვალა წინა ოპტიკა და უკანა სანათები და ბამპერი. რამაც ავტომობილს კიდევ უფრო აგრესიული და თავდაჯერებული იერი მიანიჭა.

საკმაოდ მნიშვნელოვნად შეცვლილია წინა პანელი: ცენტრში გაჩნდა 9 დუიმიანი  ფერადი სენსორული მონიტორი, ცენტრალურ პანელზე კი – ტელეფონის უსადენო დამტენი. შეიცვალა აგრეთვე ინსტრუმენტების პანელიც, რომლის ცენტრშიც ახალი 4.2 დუიმიანი ეკრანი  განთავსდა.

ავტომობილს გააჩნია 4 კამერისგან შემდგარი წრიული ხედვის სისტემა, რომელიც შეუცვლელია უგზოობაზე მოძრაობისას. აღმართზე ასვლისას კი ძალზე მოსახერხებელია ფართოკუთხოვანი კამერის გამოყენება, რომელიც ბორბლების ქვეშ მდგომარეობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია აგრეთვე ახალი მოდელის გაუმჯობესებული ეკოლოგიური მაჩვენებლები  გამონაბოლქვის შემცირებული მახასიათებლებით ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისად.

ამჟამად საქართველოში LC200 წარმოდგენილია 4.0 და 4.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავებით და 4.5 ლიტრიან დიზელის ძრავით, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით დიზელის მოდელი სარგებლობს. ამ ავტომობილის ეკონომიურობა და მაღალი მაბრუნებელი მომენტი მას  რეგიონის უდაო ბესტსელერად აქცევს. ტოიოტა-ს აღიარებული ხარისხი და სანდოობის მაჩვენებლები კი  მეორად ბაზარზეც LC200 -ზე მუდმივ მაღალ მოთხოვნას უზრუნველყოფს .

ახალი LC200-ის შეძენა, მომხმარებელს ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან – “ტოიოტა ცენტრი თბილისსა” და “ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-ში უკვე შეუძლიათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *