მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

მაესტრო ზუბინ მეტა თბილისშია

სილქ როუდ ჯგუფი ლეგენდარულ დირიჟორს, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის ხელმძღვანელს ზუბინ მეტას მასპინძლობს.

14 სექტემბერს წინანდლის ახალი 1000 ადგილიანი ამფითეატრი უმასპინძლებს ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტს ზუბინ მეტას დირიჟორობით. სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება წინანდლის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც 2019 წლიდან გაიმართება წინანდლის მამულში.

50 წლის განმვალობაში ისრაელის ფილარმონიულმა ორკესტრმა 3000 ზე მეტი წარმოდგენა გამართა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. საქართველოს მაესტრო პირველად ეწვია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *