ქართული მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაგთიკომი” აცხადებს ახალი ციფრული პროექტის “მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს” დაწყების შესახებ. მაგთისატმა ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SES ASTRA 5B თანამგზავრის (ორბიტული მდებარეობა – აღმ. 31.5 გრადუსი) მეშვეობით მიაწოდა.
უშგული ევროპის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ 63 ოჯახი ცხოვრობს. 35 ოჯახის ციფრულ პლატფორმაზე გადაყვანა 2015 წლის 3-4 ივნისს განხორციელდა. დანარჩენ 28 ოჯახს კი, ვისაც მაგთისატი უკვე ჰქონდა დამონტაჟებული, დროებით სარგებლობაში არსებული მაგთისატის აპარატურა საჩუქრად გადაეცა. ამრიგად, უშგულის ყველა ოჯახს მაგთისატის აპარატურა საჩუქრად აქვს გადაცემული და მათ აღარ მოუწევთ აპარატურის ყოველთვიური ქირის გადახდა.
ამიერიდან უშგული ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. მაგთისატმა უფასოდ უზრუნველყო ციფრული თანამგზავრული მაუწყებლობისათვის აუცილებელი ყველანაირი აღჭურვილობა და მისი მონტაჟი. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება „ქართული” პაკეტის 19 არხი.
მაგთისატი, საქართველოში პირველი DTH (direct-to-home) ტელევიზიის თანამგზავრული პლატფორმა, 3 პაკეტის ფარგლებში მომხმარებელს 100-ზე მეტ არხს სთავაზობს; ესენია: ქართული (19 არხი), საშუალო (76 არხი) და სრული (105 არხი), რომლებიც Astra 5B თანამგზავრის მეშვეობით გადაიცემა. Astra 5B-ს სიგნალი ფარავს საქართველს მთელ ტერიტორიას, მათ შორის მაღალმთიანი რაიონების ყველაზე ძნელადმისდგომ ადგილებს – ისეთს, როგორიცაა სოფელი უშგული.
მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ შევძელით მაღალი ხარისხის ციფრული თანამგზავრული სიგნალის მიწოდება უშგულის თითოეული ოჯახისათვის. ამ სოციალურად ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით მაგთიკომი აჩქარებს საქართველოს ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამომავლოდ ანალოგური ფორმატის საყოველთაო გათიშვა ახალ შესაძლებლობებსაც დასახავს და სირთულეებსაც გამოიწვევს; ამდენად, გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ თანამგზავრული მაუწყებლობა იდეალური გადაწყვეტილებაა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.”
ჰაკან სიოდინი, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიის, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, აცხადებს: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სამაუწყებლო დარგისათვის ამ ძალზე საინტერესო და ამავე დროს მეტად რთულ პერიოდში ვმონაწილეობთ ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე სოფლის ციფრულ პლატფორმაზე გადაყვანა უნიკალური გამოცდილების მომტანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. სიგნალის მიწოდების სხვა საშუალებებთან ერთად თანამგზავრი იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ სწრაფად და ადვილად მიაწოდოს მომსახურება ისეთ გეოგრაფიულ რაიონებს, სადაც სხვა ტექნოლოგიის გამოყენება გაუმართლებელია როგორც ეკონომიკურად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით“.
ქართული მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომი“ აცხადებს ახალი ციფრული პროექტის „მაგთისატის ციფრული მაუწყებლობა უშგულის ყველა ოჯახს“ დაწყების შესახებ. მაგთისატმა ციფრული თანამგზავრული სატელევიზიო სიგნალი სოფელ უშგულის ყველა ოჯახს SESASTRA 5B თანამგზავრის (ორბიტულიმდებარეობა – აღმ.31.5 გრადუსი)მეშვეობით მიაწოდა.
უშგული ევროპის ყველაზე მაღალმთიანი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ 63 ოჯახი ცხოვრობს. 35 ოჯახის ციფრულ პლატფორმაზე გადაყვანა 2015 წლის 3-4 ივნისს განხორციელდა.დანარჩენ 28 ოჯახს კი, ვისაც მაგთისატი უკვე ჰქონდა დამონტაჟებული, დროებით სარგებლობაში არსებული მაგთისატის აპარატურა საჩუქრად გადაეცა. ამრიგად, უშგულის ყველა ოჯახს მაგთისატის აპარატურა საჩუქრად აქვს გადაცემული და მათ აღარ მოუწევთ აპარატურის ყოველთვიური ქირის გადახდა.
ამიერიდან უშგული ასი პროცენტით სარგებლობს ციფრული ფორმატით და თითეულ ოჯახს საშუალება აქვს სრულად ისიამოვნოს თანამგზავრული სიგნალის უპირატესობებით. მაგთისატმა უფასოდ უზრუნველყო ციფრული თანამგზავრული მაუწყებლობისათვის აუცილებელი ყველანაირი აღჭურვილობა და მისი მონტაჟი. სოფლის მოსახლეობას განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უფასოდ მიეწოდება „ქართული” პაკეტის 19 არხი.
მაგთისატი, საქართველოშიპირველი DTH (direct-to-home) ტელევიზიისთანამგზავრულიპლატფორმა, 3 პაკეტის ფარგლებში მომხმარებელს 100-ზემეტ არხს სთავაზობს; ესენია: ქართული (19 არხი), საშუალო (76 არხი) და სრული (105 არხი), რომლებიც Astra 5B თანამგზავრის მეშვეობით გადაიცემა. Astra 5B-ს სიგნალი ფარავს საქართველს მთელ ტერიტორიას, მათ შორის მაღალმთიანი რაიონების ყველაზე ძნელადმისდგომ ადგილებს – ისეთს, როგორიცაა სოფელი უშგული.
მაგთიკომის მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ შევძელით მაღალი ხარისხის ციფრული თანამგზავრული სიგნალის მიწოდება უშგულის თითოეული ოჯახისათვის. ამ სოციალურად ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის მეშვეობით მაგთიკომი აჩქარებს საქართველოს ციფრულ ტელემაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სამომავლოდ ანალოგური ფორმატის საყოველთაო გათიშვა ახალ შესაძლებლობებსაც დასახავს და სირთულეებსაც გამოიწვევს; ამდენად, გვსურდა, გვეჩვენებინა, რომ თანამგზავრული მაუწყებლობა იდეალური გადაწყვეტილებაა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.”
ჰაკან სიოდინი, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიის, ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში,აცხადებს: „მოხარულები ვართ, რომ საქართველოს სამაუწყებლო დარგისათვის ამ ძალზე საინტერესო და ამავე დროს მეტად რთულ პერიოდში ვმონაწილეობთ ესოდენ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე სოფლის ციფრულ პლატფორმაზე გადაყვანა უნიკალური გამოცდილების მომტანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც. სიგნალის მიწოდების სხვა საშუალებებთან ერთად თანამგზავრი იდეალური საშუალებაა იმისათვის, რომ სწრაფად და ადვილად მიაწოდოს მომსახურება ისეთ გეოგრაფიულ რაიონებს, სადაც სხვა ტექნოლოგიის გამოყენება გაუმართლებელია როგორც ეკონომიკურად, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით“.