მაის-ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 32 889 ადამიანით გაიზარდა

მაის-ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 32 889 ადამიანით გაიზარდა

2016 წლის ოქტომბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ ადამიანთა რიცხვმა 484 135 შეადგინა, თუმცა ნოემბრიდან დახმარების მიმღებთა რაოდენობამ კლება დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში 425 111 ადამიანამდე შემცირდა. მაისიდან შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება და ბოლო 3 თვეში 32 889 ადამიანით გაიზარდა. ივლისში შემწეობა 457 ათასმა ადამიანმა მიიღო.

დახმარების მიმღებთა რაოდენობის ზრდა ნიშნავს, რომ შესაბამისი შეფასების სისტემით დათვლილი ღარიბების რაოდენობა გაიზარდა. ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდში დახმარების მიმღებთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, ხოლო არჩევნების შემდეგ კლებულობს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება მიმდინარე წლის ოქტომბერში გასამართი არჩევნების წინაც. დახმარების მიმღებთა რაოდენობა მაისიდან იზრდება და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.