მაისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.6 პროცენტით გაძვირდა

მაისში სამრეწველო პროდუქციის წარმოება 0.6 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო 2017 წლის მაისთან შედარებით 8.4%-ით არის გაზრდილი. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 45%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.

2018 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ფასები 1%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 0.8% პუნქტი შეადგინა. ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (0.9%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (2.5%), ასევე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (3.8%).

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 7.1%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6.3%), ასევე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (20.4%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 15.2%-ით გაძვირდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით

წყარო: საქსტატი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.