მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 24 პროცენტით გაიზარდა

მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები 24 პროცენტით გაიზარდა

საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 მაისში წინა წლის მაისთან შედარებით 24%-ით (22.5 მლნ დოლარით) გაიზარდა. მაისში სულ 115 მლნ დოლარი გადმოირიცხა.

იანვარ-მაისში ფულადი გზავნილები 86 მლნ დოლარით (20%-ით) გაიზარდა და ჯამში 511 მლნ დოლარი შეადგინა.

საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის მაისში, 2016 წლის მაისში შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 6.8 მლნ დოლარით გაიზარდა,  ისრაელიდან 4.9 მლნ დოლარით, თურქეთიდან და აშშ-დან შესაბამისად 2.5 და 2.2 მლნ დოლარით გაიზარდა.

ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, მლნ დოლარი

ქვეყანა

მაისი, 2016

მაისი, 2017

ზრდა

რუსეთის ფედერაცია

31.1

37.8

6.8

ისრაელი

4.5

9.4

4.9

თურქეთი

7.5

10.0

2.5

აშშ

9.9

12.1

2.2

იტალია

10.2

11.7

1.5

წყარო: ეროვნული ბანკი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.