მაისში სესხებზე საპორცენტო განაკვეთი გაიზარდა

მაისში სესხებზე საპორცენტო განაკვეთი გაიზარდა

2017 წლის მაისში, აპრილთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.6% პუნქტით გაიზარდა და 22.6% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი მაისში განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 8.6% შეადგინა. სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა ინფლაციის გაზრდილ დონესთან არის დაკავშირებული.

2017 წლის მაისში წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 162 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 51 მლნ დოლარით გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.9 მილიარდი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 135 მლნ დოლარით არის გაზრდილი. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 60%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 63% იყო.

მაისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 9 მლნ ლარით გაიზარდა და 455 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.4%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ ივნისს 2.35% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.