2019 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) უცხოური ვალუტის რეზერვები 99 მილიონი დოლარით (3%-ით) გაიზარდა და 3.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ბოლო ერთ წელიწადში უცხოური ვალუტის რეზერვები 710 მილიონი დოლარით (25%-ით) არის გაზრდილი.
2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით არსებული 3.5 მილიარდი აშშ დოლარის რეზერვებიდან 3 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 525 მილიონი დოლარი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი: უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვები, მილიონი აშშ დოლარი