მარტში ლარში გაცემული სესხები გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა

მარტში ლარში გაცემული სესხები გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი შემცირდა

2017 წლის მარტში, წინა თვესთან (თებერვალთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 402 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 62 მლნ დოლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 1.6 მილიარდი ლარით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 123 მლნ დოლარით არის გაზრდილი. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 60.8%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 65% იყო.

მარტში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 34 მლნ ლარით შემცირდა და 402 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.2%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველ აპრილს 2% იყო.

2017 წლის მარტში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.3% პუნქტით შემცირდა და 19.6% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე კი მარტში განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 8.6% შეადგინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.