მარტში საქართველოს ექსპორტი 31 პროცენტით გაიზარდა

მარტში საქართველოს ექსპორტი 31 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 31%-ით (77 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 18%-ით (116 მლნ დოლარით) გაიზარდა. ასეთ მაღალ ზრდას იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ გასულ წლის მარტში ექსპორტი 22%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 13%-ით.

2021 წლის მარტში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 326 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 768 მლნ დოლარი შეადგინა. გასული თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 442 მლნ დოლარია, რაც 2020 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 39 მლნ დოლარით მეტია.

სამი თვის ჯამში, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა. სამი თვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 1 131 მლნ დოლარია, გასული წლის სამ თვეში იდენტური მაჩვენებელი 1 221 მლნ დოლარი იყო.

მარტის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აპრილს გამოქვეყნდება.