მარტში საქართველოში 28.6 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

მარტში საქართველოში 28.6 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში, 2016 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 28.6%-ით გაიზარდა. 2016 წლის მარტში 170 835 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის მარტში 513 643. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მარტში 13.1%-ით გაიზარდა და ჯამში 511 045 ვიზიტორი შეადგინა.

იანვარ-მარტში 25.7%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 294 001. ვიზიტორების რაოდენობა კი 11.4%-ით გაიზარდა და ჯამში 1 266 125 ვიზიტორი შემოვიდა.

მარტში ყველაზე მეტი (146 177) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი 105 716 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე თურქეთია 85 137 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს რუსეთი იკავებს 66 832 ვიზიტორით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.