საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მარტში, 2018 წლის მარტთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 4.3%-ით გაიზარდა. 2018 წლის მარტში 314 950 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2019 წლის მარტში 328 486.
ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, მარტში 6.4%-ით გაიზარდა და ჯამში 619 325 ვიზიტორი შემოვიდა. ერთდღიანი ვიზიტები 5%-ით გაიზარდა.
სამი თვის ჯამში, იანვარ-მარტში ტურისტების რაოდენობა 5.1%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 2.2%-ით გაიზარდა.
მარტში ყველაზე მეტი (117 050) ვიზიტორი აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეორე ადგილზეა რუსეთი 98 480 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 84 403 ვიზიტორით.
ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც 2019 წლის მარტში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა
ქვეყანა | ვიზიტორების რაოდენობა | ცვლილება |
აზერბაიჯანი | 117,050 | 11% |
რუსეთი | 98,480 | 32% |
სომხეთი | 84,403 | 1% |
თურქეთი | 75,249 | -7% |
ირანი | 14,481 | -65% |
უკრაინა | 13,070 | 10% |
ისრაელი | 10,625 | 73% |
ინდოეთი | 5,286 | 10% |
ყაზახეთი | 4,832 | 50% |
გერმანია | 3,067 | 31% |
წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია