მასკი: ტესლას მომდევნო დიდი ქარხანა გერმანიაში განთავსდება

მასკი: ტესლას მომდევნო დიდი ქარხანა გერმანიაში განთავსდება

ილონ მასკმა თითქმის უკვე დაამთავრა ტესლას პირველი ავტოქარხნის მშენებლობა ჩინეთში და იქვე დაანონსა ახალი დიდი ქარხნის გახსნა ევროპაში, კერძოდ გერმანიაში ბერლინთან ახლოს. ჩინეთში მდებარე ქარხნის ღირებულება თითქმის 2 მილიარდს უტოლდება.

მასკმა აღნიშნული განცხადება ჟურნალ Auto Bild-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა, მაგრამ დამატებითი დეტალების გაცხადებასთან დაკავშირებით თავი შეიკავა და დროის არ ქონა მოიმიზეზა.

„ყველამ ვიცით რომ გერმანული ინჟინერია უპირობოდ გამორჩეულია, სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა, რომ ჩვენი პირველი ევროპული ქარხანა გერმანიაში განვათავსოთ. ქარხანა აშენდება ბერლინში ახალ აეროპორტთან ახლოს“,- განაცხადა მასკმა.

სავარაუდოდ გერმანიის საწარმო ტესლას გაყიდვებს ევროპულ ბაზარზე საგრძნობლად გაზრდის. ამჟამად ტესლას მანქანების აწყობა კალიფორნიაში ხდება.

წყარო: Forbes