საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 389 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 9.4%-ით (33.4 მლნ დოლარით) მეტია 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე.
პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9.8%-ით (73 მლნ დოლარით) შემცირდა. ამის მიზეზი ის არის, რომ პირველ კვარტალში ინვესტიციები 27%-ით შემცირდა.
2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ აზერბაიჯანი (81 მლნ დოლარი), ჩეხეთი (78 მლნ დოლარი) და ნიდერლანდები (65 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ჩეხეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაიზარდა, ხოლო ყველაზე მეტად აზერბაიჯანიდან შემცირდა – 42 მილიარდი დოლარით.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში (109 მლნ), ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (77 მლნ) და საფინანსო სექტორში (64 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა ჯანდაცვაში (1.6 მლნ) და სოფლის მეურნეობაში (7 მლნ).
გრაფიკი: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი
| 2015 | 2016 | I კვ. 2017 | II კვ. 2017 | 2017 | I კვ. 2018 | II კვ. 2018 |
სულ | 1,666 | 1,566 | 393.6 | 355.8 | 1,894 | 287.0 | 389.2 |
ენერგეტიკა | 124 | 145 | 11.6 | 14.5 | 224 | 8.9 | 108.8 |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 587 | 636 | 127.1 | 115.6 | 490 | -10.2 | 77.0 |
საფინანსო სექტორი | 202 | 141 | 76.3 | 2.0 | 303 | 110.8 | 64.1 |
უძრავი ქონება | 91 | 50 | 61.8 | 44.9 | 178 | -19.7 | 34.3 |
მშენებლობა | 144 | 169 | 54.4 | 66.8 | 283 | 69.2 | 29.1 |
დამამუშავებელი მრეწველობა | 98 | 126 | 13.0 | 18.3 | 99 | 40.6 | 22.2 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 88 | 50 | 12.0 | 14.1 | 52 | 22.3 | 17.6 |
სასტუმროები და რესტორნები | 141 | 56 | 7.1 | 25.1 | 76 | 23.8 | 7.6 |
სოფლის მეურნეობა | 19 | 8 | 0.5 | 4.0 | 12 | -0.7 | 6.9 |
ჯანმრთელობის დაცვა | 140 | 30 | 0.1 | 0.8 | 7 | 8.4 | 1.6 |
დანარჩენი სექტორები | 31 | 156 | 29.6 | 50.0 | 171 | 33.6 | 19.9 |
წყარო: საქსტატი