მილიარდერი ინვესტორი სემ ზელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

მილიარდერი ინვესტორი სემ ზელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი მილიარდერი სემ ზელი, ინვესტორი, რომელმაც აშშ-ში უძრავი ქონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია ააშენა, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. სემ ზელის გარდაცვალების შესახებ ცნობა მის მიერვე დაარსებულმა უძრავი ქონების კომპანია Equity Residental-მა გაავრცელა. თუმცა, კომპანიამ გარდაცვალების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ დააკონკრეტა.

სემ ზელის დაუფასებელი უძრავი ქონებების შესყიდვისა და მათი ღირებულების აღმოჩენის უნარისთვის მეტსახელად „საფლავების მოცეკვავესაც“ ეძახდნენ. 2007 წელს, ბაზრის ჩამოშლამდე ცოტა ხნით ადრე, სემ ზელიმ საკუთარი კომპანია Equity Office Properties Trust-ი Blackstone-ს 39 მილიარდ აშშ დოლარად მიჰყიდა.

კომპანიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე სემ ზელს კომპანიის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ნიზერქათი ჩაანაცვლებს.

სემ ზელის ქონება გარდაცვალებამდე 5.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. ზელი მის მიერ დაარსებული კომპანიის, Equity Residental-ის აქციების 1.4%-ის მფლობელიც გახლდათ.