მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად ქართუ ბანკის მოგება გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტად ქართუ ბანკის მოგება გაიზარდა

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან 2015 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ბანკი „ქართუს“ მოგება გაიზარდა.

ბანკის წმინდა მოგება დაახლოებით 17-ჯერ გაიზარდა და 11.5 მილიონი ლარი შეადგინა. ნომინალური ზრდის მიხედვით პირველ ადგილზე „თბს“ ბანკია, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 31 მლნ ლარის მოგება ნახა.

ცხრილი: საქართველოში მოქმედი მსხვილი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 2015 წლის პირველ კვარტალში.

ბანკის დასახელება

2015 წლის პირველი კვარტლის მოგება მლნ ლარებში

მოგების ცვლილება 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით

ბანკი ქართუ

11.5

1650%

სილქ როუდ ბანკი

2.5

247%

ლიბერთი ბანკი

8.3

84%

პრივატბანკი

5.3

83%

პროკრედიტ ბანკი

5.4

59%

თიბისი ბანკი

31.2

51%

რესპუბლიკა

8.3

20%

ბაზისბანკი

2.3

18%

ვითიბი ბანკი ჯორჯია

-1.3

-25%

საქართველოს ბანკი

-23

-52%

წყარო: ბანკების მოგება-ზარალის უწყისები