მიტანის სერვისი დრონებით – Walmart-ის ახალი წამოწყება

მიტანის სერვისი დრონებით – Walmart-ის ახალი წამოწყება

ჰიპერმარკეტების ამერიკულმა ქსელმა Walmart-მა განაცხადა, რომ Flytrex-ის მიტანის სერვისის კომპანიასთან ერთად თავისი პატარა დრონების სატესტო რეისების განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საფრენი აპარატები სურსათს ან საყოფაცხოვრებო პროდუქტებს გადაიტანენ. დრონებისთვის სატესტო რეისები ჩრდილოეთ კაროლინაში მიმდინარეობს. 

“მანამ, სანამ ჩვენი დრონები მილიონობით ამანათს გადაიტანენ, ჯერ დიდი დროა. ეს ყველაფერი მეჩვენება, როგორც გამოგონებული სამყაროდან ამოღებული პატარა ზღაპარი,” – ამბობს თომ უარდი, Walmart-ის ვიცეპრეზიდენტი.

ცნობისთვის, პანდემიის კრიზისიდან გამომდინარე, Walmart-მა მიტანის სერვისის გაფართოვება გადაწყვიტა, რათა მომხმარებლისთვის პროდუქტები უსაფრთხოდ მიეწოდებინა.