ქართულ ბაზარზე ღირსშესანიშნავი სიახლეებია. კომპანია PepsiCo-მ სანდორას წარმოება სრულად გადმოიტანა ნაბეღლავში, პარტნიორი კომპანიის – ხარისხის მაღალი სტანდარტებით ცნობილი JSC Healthy Water-ის – საწარმოში, რაც ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია ბუნებრივი და ნატურალური, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით დამზადებული, კიდევ უფრო გემრიელი წვენით გაილამაზოს დღე.
სანდორა უკვე წლებია, ბაზრის უპირობო ლიდერია როგორც საქართველოში, ისე კავკასიის რეგიონში. ახალი, ადგილობრივი წარმოებით ბრენდის წარმომადგენლები მისი პოპულარობის კიდევ უფრო სწრაფ ზრდას ელიან და ვარაუდობენ, რომ ახლა უკვე მხოლოდ ქართული სანდორა მომხმარებლის გულის მოგებას უფრო მეტად განაგრძობს.
ბრენდს, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინაში იწარმოებოდა, შექმნილი სიტუაციის გამო პორტფოლიოს უმეტესი ნაწილის დათმობა მოუწია. თუმცა, გუნდის მუხლჩაუხრელი მუშაობის დამსახურებით, მათ რეკორდულ დროში მოახერხეს წარმოების საქართველოში გადმოტანა და დაკარგული პოზიციების დაბრუნება. შესაბამისად, სანდორა უკვე არა მხოლოდ 0.95-ლიტრიანი ფორმით, არამედ მომხმარებლის საყვარელი, ინდივიდუალური, 0.25-ლიტრიანი შეფუთვებითაც ბრუნდება ბაზარზე – ჩვეული ხარისხითა და განახლებული იდენტობით.
JSC Healthy Water-ის პარტნიორად არჩევა შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. კომპანია ცნობილია წარმოების ხარისხის მაღალი სტანდარტებით და სასმელების კატეგორიის წარმოების დიდი გამოცდილებით. ასევე წყალი მარგებელი საქართველოში პირველი მინერალური წყლის – ნაბეღლავის ჩამომსხმელია.
ლოკალური წარმოების დაწყება ასევე მოასწავებს როგორც მიწოდების სისწრაფის, ისე მისი რადიუსის გაზრდას – რაც სასარგებლოა არა მხოლოდ ქართული ეკონომიკის, არამედ სანდორას ერთგული მომხმარებლებისთვისაც, რომლებსაც უკვე შეეძლებათ საყვარელი წვენის მთელი არჩევანი კიდევ უფრო მეტ მაღაზიაში შეიძინონ, როგორც ქართულ, ისე მთლიანად ამიერკავკასიის ბაზარზე.
“PepsiCo-ს წარმოება საქართველოში აქტიურად იზრდება და ვითარდება. ქართული ბაზარი ჩვენთვის ამიერკავკასიის რეგიონში ყველაზე მსხვილი და აქტუალურია, შესაბამისად, მოხარულები ვართ რომ JSC Healthy Water-თან ერთად შევძელით სანდორას ადგილობრივი წარმოების დაწყება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ უკეთ და უფრო დიდი რაოდენობით შევძლებთ ჩვენი მომხმარებლის ამ არაჩვეულებრივი პროდუქტით მომარაგებას”, – აცხადებს PepsiCo კავკასიის გენერალური მენეჯერი, კონსტანტინე მერკვილაძე.
ქართული ბაზარი გაჯერებულია ნატურალური წვენების მრავალფეროვანი არჩევანით. შესაბამისად, მასზე მოწინავე პოზიციის მოპოვება მარტივი საქმე როდია. ამ არცთუ მარტივ ბაზარზე სანდორას უპირობო წარმატების საიდუმლო ინგრედიენტს ის უმაღლესი ხარისხის ნატურალური ხილის ნედლეული წარმოადგენს, რომელსაც კომპანია უკვე წლებია, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო მწარმოებლებისგან იღებს და საკუთარ პროდუქციაში იყენებს. როგორც თავად ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, მსგავსი ტიპის ნედლეულზე არსებული მაღალი მოთხოვნა მაღალ კონკურენციას და, შესაბამისად, სტაბილურად მაღალ ხარისხს განაპირობებს – რაც თავად სანდორას წვენების საფირმო ნიშადაც დიდი ხანია იქცა.
PepsiCo-ს ხარისხი და სანდოობა ქართველი მომხმარებლისთვის უკვე დიდი ხანია, კარგადაა ცნობილი. კომპანია ბაზარზე აწარმოებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა სოფლის ნობათი, ჩუდო, რჩეული, მე მარგო და ა.შ. და წარმოადგენს ნედლი რძის ყველაზე დიდ გადამმუშავებელს ქვეყნის მასშტაბით.
ამასთან, PepsiCo ქართველ მომხმარებელს ამარაგებს ისეთი მადისაღმძვრელი სასუსნავებითაც, როგორებიცაა Lay’s და Doritos და გამაგრილებელი სასმელებით – Pepsi, და Lipton, რომლებთან ერთადაც კომპანია თითოეული ქართველის გართობისა და დასვენების მუდმივი, ერთგული პარტნიორია. S
PepsiCo-ს შესახებ:
კომპანია PepsiCo ერთგულ მომხმარებელს უგემრიელესი პროდუქტებით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ახარებს. 2022 წელს მან ჯამური გაყიდვებით გამოიმუშავა $86 მილიარდზე მეტი, რომელიც მოიცავს Lay’s, Doritos, Cheetos (სნექები), Gatorade (სპორტული და ფუნქციური სასმელები), Pepsi, Mountain Dew (გაზიანი და არაგაზიანი სასმელები), Quaker (მარცვლეულის პროდუქტები და ფაფები) და SodaStream (მანქანები გაზიანი სასმელების საშინაო წარმოებისთვის).
კომპანია აწარმოებს უგემრიელესი საკვები და სასმელი პროდუქტების ფართო არჩევანს არაერთი ლეგენდარული ბრენდისგან, რომელთა ინდივიდუალური წლიური საცალო გაყიდვების მაჩვენებელიც მილიარდ დოლარს აღემატება.
PepsiCo, როგორც კომპანია, მუშაობს მთავარი დევიზით “გავიმარჯვოთ პასუხისმგებლიანად” და მიისწრაფვის გახდეს საერთაშორისო ლიდერი მზა საკვები და სასმელი პროდუქტების ბაზარზე როგორც ამ დევიზის, ისე მათი ზოგადი პოზიტიური (PepsiCo Positive / pep+) სტრატეგიის გადახვევის გარეშე. PepsiCo Positive ტრანსფორმაციული სტრატეგიაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაზე ზრუნვის საფუძველზე აგებს ყოველ ბიზნეს გეგმას, რათა მათი წარმატებული მომავალი დედამიწისთვისაც და თითოეული მისი მაცხოვრებლისთვისაც უკეთესობის მომასწავებელი იყოს.
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებსაიტს www.pepsico.com
განცხადებები, რომლებიც გაკეთებულია ამ პრესრელიზში, ეფუძნება ამჟამად არსებულ ინფორმაციას, საოპერაციო გეგმასა და მომავალი მოვლენებისა და ტენდენციების პროგნოზებს. მომავლის შესახებ გაკეთებული განცხადებები, თავისთავად შეიცავს ფარულ რისკებსა და ნაწილობრივ გაურკვევლობას. ჩვენი მოლოდინებისგან რადიკალურად განსხვავებული მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და ფაქტორების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახედოთ PepsiCo-ს ოფიციალურ დოკუმენტაციას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში, უახლესი წლიური ანგარიშის ფორმა 10-K-სა და შემდგომი ანგარიშების, 10-Q და 8-K-ს ჩათვლით. გვსურს ინვესტორების ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ მნიშვნელოვანია გაწონასწორებულად მივუდგეთ ისეთ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ მათი გამოქვეყნების მომენტშია აქტუალური. ინფორმაციის განახლების შემთხვევაში PepsiCo მსგავს პუბლიკაციებში შესაბამისი სამომავლო განახლებების ასახვაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.