ფარმაცევტული კომპანია Moderna კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის გლობალური უზრუნველყოფისთვის ემზადება. კომპანიამ აშშ-ის მთავრობისგან უკვე მიიღო $1.1 მილიარდის ოდენობის დეპოზიტი. აღნიშნულის შესახებ თავად კომპანიაში აცხადებენ.
მასაჩუსეტსში დაფუძნებული კომპანიის განცხადებით, მოლაპარაკებები გაიმართა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან COVAX-ის ინიციატივის თაობაზეც, რათა პოტენციური ვაქცინისთვის სავარაუდო ფასზე შეთანხმდნენ. პარალელურად, კომპანიამ გააფორმა შეთანხმება ჩრდილოეთ ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის, ასევე სხვა რეგიონის ქვეყნებთანაც ვაქცინის მომარაგებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ აქტიურად ვემზადებით ვაქცინა – mRNA-1273-ს გაშვებისთვის, ხელი მოვაწერეთ უკვე არაერთ შეთანხმებას მთავრობებთან. Moderna უმაღლესი ხარისხის მონაცემთა სტანდარტებს ფლობს და ღრმა სამეცნიერო კვლევას უზრუნველყოფს “, – განაცხადეს კომპანიაში.
აღნიშნული ინფორმაციის შემდეგ, Moderna-ს აქციების ფასი 3%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, ეს კომპანია ერთ-ერთი მოწინავეა კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების პროცესში.