Moderna ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად 2,000 თანამშრომელს დაიქირავებს

Moderna ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად 2,000 თანამშრომელს დაიქირავებს

ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი, Moderna, 2023 წლის ბოლომდე გლობალურად დაახლოებით 2,000 თანამშრომლის დაქირავებასა და აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ახალი ოფისების შექმნას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, COVID-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირების ფონზე, Moderna mRNA-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი პროდუქტების შექმნისა და განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას გეგმავს.

შეგახსენებთ, Moderna ამ ეტაპზე mRNA-ტექნოლოგიის გამოყენებით კანის კიბოს, გრიპისა და რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) ვაქცინების შემუშავებაზეა ორიენტირებული. მათი დამტკიცების შემთხვევაში ეს ბიოტექნოლოგიურ კომპანიას მნიშვნელოვნად გაზრდის.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წლისთვის Moderna მზარდ ხარჯებსა და COVID-ის ვაქცინების გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს, რამაც კომპანიას, შესაძლოა, წელს ზარალი მოუტანოს.

ცნობისთვის, 31 დეკემბრის მდგომარეობით, მარეგულირებელი დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას დაახლოებით 3,900 სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომელი ჰყავდა.