მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა

მოგზაურობის და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველო 70-ე ადგილზეა 3.70 ქულით. 2015 წელს საქართველო 71-ე ადგილზე იყო 3.68 ქულით (ინდექსი 2 წელიწადში ერთხელ ქვეყნედება). მაქსიმალური ქულა – 7 არც ერთ ქვეყანას აქვს, მაგრამ ყველაზე მაღალი ქულა აქვს ესპანეთს – 5.43 და ის სიის ლიდერია. მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე გერმანია. კვლევა 136 ქვეყანას მოიცავს და ბოლო ადგილს იემენი იკავებს. ინდექსში საქართველოს მეზობლები იამაიკა და აზერბაიჯანია.

ინდექსი 14 კონპონენტისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი – 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი ქულა (6.0 ქულა) აქვს უსაფრთხოების მხრივ. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა (1.6 ქულა) აქვს კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის მხრივ და საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის მხრივ (2.2 ქულა).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.