მონტერეის კვირეულზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

მონტერეის კვირეულზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

კალიფორნიაში გამართულ მონტერეის ავტომობილების კვირეულზე კლასიკური ავტომობილების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა 345 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 35%-ით მეტია.

RM Sothebys-ის აუქციონების გლობალური ხელმძღვანელის, გორდ დაფის განცხადებით, ამ კვირეულმა აჩვენა, რომ საავტომობილო ბაზარი დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს  და საკოლექციო მანქანებმა მთელ მსოფლიოში ახალი მყიდველები მოიპოვეს.

გასული წლის ღონისძიების გაუქმების შემდეგ კლასიკური ავტომობილების სამყარო მოუთმენლად ელოდა კვირის გაყიდვების შედეგებს. 2019 წელთან შედარებით, მონტერეის ავტომობილების აუქციონზე 25%-ით ნაკლები მანქანა იყო წარმოდგენილი, გაყიდვების 35%-იანი ზრდა კი უმეტესწილად მანქანების ხარისხისა და მაღალი ფასების დამსახურებაა. 2019 წელთან შედარებით, აუქციონზე გაყიდული მანქანების მაჩვენებელი 59%-დან 80%-მდე, ხოლო საშუალო ფასი 334,114-დან 428,004 აშშ დოლარამდე გაიზარდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მონტერეის ავტომობილების კვირეულზე ყველაზე ძვირად, 20.5 მილიონ აშშ დოლარად, McLaren F1 გაიყიდა და 2018 წლის შემდეგ აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილიც გახდა. თუმცა, პროგნოზები არ გამართლდა მეორე ადგილთან მიმართებაში, რადგან Porsche 917 K-ის გაყიდვა, რომელიც 16-18.5 მილიონ აშშ დოლარად იყო შეფასებული, RM Sotheby-იმ ვერ მოახერხა. ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად Porsche 917 K-ის შეძენასთან დაკავშირებით მიღებული ძლიერი წინადადებისა, მყიდველებმა თავი შეიკავეს უფრო ძვირი გადაეხადათ მანქანაში, რომლის გამოყენებაც ტრასაზე გადასაადგილებლად დაშვებული არაა.

მონტერეის კვირეულზე გაყიდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია:

  1. 1995 McLaren F1 Coupe – $20.5 მილიონი.
  2. 1959 Ferrari 250 California LWB Competizione Spider – $10.8 მილიონი.
  3. 1962 Aston Martin DB4 GT Zagato Coupe – $9.5 მილიონი.
  4. 1962 Ferrari 268 SP Spider – $7.7 მილიონი.
  5. 1966 Ferrari 275 GTB Long Nose Alloy Coupe – $7.7 მილიონი.
  6. 1958 Ferrari 250 GT TdF Coupe – $6 მილიონი.
  7. 1929 Bugatti Type 35B Grand Prix Roadster – $5.6 მილიონი.
  8. 1928 Mercedes-Benz 26/120/180 S Type Sports Tourer – $5.4 მილიონი.
  9. 1958 Ferrari 250 GT Cabriolet SI – $4.4 მილიონი.
  10. 1963 Shelby Cobra 289 R&P Roadster – $4.1 მილიონი.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *