მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლის სიხშირე მიმდინარე წელს პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, შემცირდეს. ამის მიზეზი კორონავირუსი იქნება. ეპიდემიის გამო, გლობალური ავიაინდუსტრია უზარმაზარი ფინანსური დანაკარგის საფრთხის წინაშეა.
როგორც საჰაერო ტრანსპორტის საერთშორისო ასოციაცია(IATA) აცხადებს, კორონავირუსის გავლენის გამო მოთხოვნის შემცირება ავიაკომპანიებს, შესაძლოა, 29 მლრდ დოლარზე მეტი დაუჯდეთ. ყველაზე მეტად კი აზიური კომპანიები დაზარალდებიან. ამასთან, ეპიდემია გლობალურ ავიატრაფიკს შეამცირებს 4,7%-ით, რაც IATA-ს წინა პროგნოზისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს პირველი შემთხვევა იქნება 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, როდესაც ავიამიმოსვლის სიხშირე შემცირდება.
კორონავირუსის შედეგად მსოფლიოს მასშტაბით ამ დრომდე 2 200 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 76 000-ს აჭარბებს. აღნიშნულის გამო ათობით ავიაკომპანიამ გააუქმა ან შეამცირა ავიამიმოსვლა ჩინეთის მიმართულებით. ამას გარდა, ჩინეთის მთავრობამ სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა 780 მილიონ ადამიანს, რათა ვირუსის გავრცელების პრევეცია მოხდეს. გარდა ამისა, გაუქმდა ყველა შიდა და საერთაშორისო ტური.
Source: CNN