მსოფლიო ბრენდებმა თავიანთი ლოგოების "სოციალური დისტანცირება" გადაწყვიტეს

მსოფლიო ბრენდებმა თავიანთი ლოგოების "სოციალური დისტანცირება" გადაწყვიტეს

კორონავირუსის პირობებში მხოლოდ ადამიანები არ ცდილობენ სოციალურ დისტანცირებას. ბრენდებიც ასე იქცევიან. ასე მაგალითად, McDonald’s-ი, Coca-Cola, Audi და Volkswagen-ი. აღნიშნულმა ბრენდებმა თავიანთი ლოგოები “სოციალურად დისტანცირებულ” ლოგოებად გადააკეთეს.

თუმცა, დიზაინის სფეროში მომუშავე სპეციალისტების ნაწილი ბრენდების გადაწყვეტილებას არც ისე დადებითად აფასებენ.

“ჩვენი არსებული გლობალური ვითარება ხუმრობა არ არის. ეს სერიოზული საკითხია. ამიტომაც ბრენდებმა, რომლებიც სოციალურად დისტანცირების ლოგოებს ქმნიან, პოტენციურად შესაძლოა იმ საკითხის სიმწვავე შეამსუბუქოს, რაც ჩვენ თავს ხდება“, – აღნიშნა Siegel+Gale-ის კრეატიულმა დირექტორმა დუგლას სელერსმა.

“ვითარების გაგება და რაიმე სასარგებლოს გაკეთება არის ნამდვილად ერთადერთი გზა. როდესაც ხედავ, რომ ისეთი ბრენდები, როგორიცაა McDonald’s-ი ან Coca-Cola ლოგოების დისტანცირებას აკეთებს „სოლიდარობის“ მიზნით, ეს არ არის კარგი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა Ad Age-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

რაც შეეხება თავად “სოციალურად დისტანცირებულ“ ლოგოებს, გთავაზობთ მათ:

McDonald’s-ი ბრაზილიაში

გასულ კვირას, McDonald’s ბრაზილიამ “ფეისბუქზე“  “დისტანცირებული“ ლოგო განათავსა. როგორც სარეკლამო კომპანიაში განმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს მათთან დროებით დისტანცირება უწევთ და რესტორანს დროებით დახურვა, “ისინი მაინც ყოველთვის ერთად იქნებიან“. ამიტომაც McDonald’s-ი მომხმარებელს საკვების მიტანის ან ე.წ drive-thru სერვისებს სთავაზობს.

Coca-Cola

Coca-Cola -მ ნიუ-იორკის თაიმს სქვერზე დაიწყო რეკლამის გაშვება, სადაც ის თავის ლოგოში ასობგერებს დაცალკევებულად წარმოადგენს, რომელსაც თან ერთვის სლოგანი “დისტანცირება არის საუკეთესო გზა ერთად ყოფნისთვის“.

Audi და Volkswagen-ი

ავტოინდუსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიებმა Audi-მ და Volkswagen-მაც გადაწყვიტეს ლოგოების “დაშორება ერთმანეთისგან“. Audi-მ ლოგოზე ოთხი გადაბმული რგოლი ერთმანეთისგან დააცალკევა, და მოკლე ვიდეოში მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირების დაცვისკენ მოუწოდა. მსგავსი გადწყვეტილება მიიღო Volkswagen-მაც, რომელმაც ლოგოში ერთმანეთს V და W დააშორა.

Nike

Nike-ს ლოგო არ დაუცალკევებია, თუმცა, ფართო სოციალური კამპანია დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცნობილი სპორტსმენები, მათ შორის NBA-ს მოთამაშე ლებრონ ჯეიმზი და გოლფის მოამაშე ტაიგერ ვუდსი. კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შინ თამაშისკენ მოუწოდებენ. შეგახსენებთ, Nike-ი, ისევე როგორც სხვა ბრენდები, იძულებული გახდა მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მაღაზია დაეხურა კორონავირუსის გამო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *