მსოფლიოს კიდევ ერთი "კრიპტო-მილიარდერი" შეემატა

მსოფლიოს კიდევ ერთი "კრიპტო-მილიარდერი" შეემატა

მიუხედავად, იმისა, რომ ბოლო თვეები კრიპტოვალუტებისთვის არც თუ ისე წარმატებული იყო, Forbes-ის “კრიპტო-მილიარდერების” სიას ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთი პირი შეემატა. 

ბრაიან არმსტრონგი კომპანია Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორია. მისი ქონება იანვარში, როდესაც ფორბსმა კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგი შეადგინა $900 მილიონს შეადგენდა, დღეს კი ის 1.3 მილიარდ დოლარს აღემატება. 

Coinbase არმსტრონგმა 2012 წელს დააფუძნა. კომპანია გარკვეულ პერიოდში თანამშრომლებს ანაზრაურებასაც ბიტკოინებით უხდიდა. 35 წლის ამსტრონგის მიერ დაფუძნებული კომპანიების შემოსავლები მიმდინარე წელს სავარაუდოდ 1.3 მილიარდ დოლარს მიაღწევს. მას მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, Forbes-მა ისტორიაში პირველად, კრიპტოვალუტებით გამდიდრებული პირების რეიტინგი შეადგინა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.