მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები

Forbes წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სიას აქვეყნებს. გამოცემის ყოველწლიური რეიტინგი ბიზნესის, პოლიტიკის, მედიისა და ტექნოლოგიური სფეროს 100 ყველაზე გავლენიან ქალს აერთიანებს. 

წლევანდელ რეიტინგში 23 ისეთი ქალბატონი მოხვდა, ვინც აქამდე ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში არასდროს დასახელებულა. მათ შორისაა ივანკა ტრამპი, რომელმაც რეიტინგში მოხვედრიდან პირველივე წელს მეცხრამეტე პოზიცია დაიკავა. „ივანკა თეთრ სახლში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. მამა მის რჩევებს  ყოველთვის არ ითვალისწინებს, თუმცა ივანკა ტრამპის ინიციატივები მუდმივად უკავშირდება ქალების მხარდაჭერას მეცნიერებისა და წარმოების სფეროებში “, – წერს Forbes. 

2017 წლის რეიტინგში საკუთარი პოზიცია დაიბრუნა ანგელა მერკელმა და გერმანიის კანცლერი ყველაზე გავლენიან ქალად კიდევ ერთხელ დასახელდა.  მეორე ადგილი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ დაიკავა. სამეულში მოხვდა მელინდა გეითსიც. 

წლის ყველაზე გავლენიანი ქალების ათეული შემდეგია: 

  1. ანგელა მერკელი – გერმანიის კანცლერი
  2. ტერეზა მეი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი
  3. მელინდა გეითსი – „ბილ და მელინდა გეითსების ფონდის“ თანადამფუძნებელი
  4. შერილ სენდბერგი – Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი
  5. მერი ბარა – General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი
  6. სუზან ვოიჩიცკი – Youtube-ის აღმასრულებელი დირექტორი
  7. აბიგაილ ჯონსონი – Fidelity Investment-ის პრეზიდენტი
  8. ქრისტინ ლაგარდი – IMF-ის დირექტორი
  9. ანა პატრისია ბოტინი – Santander-ის ხელმძღვანელი (პირველი ქალი, რომელიც ევროზონის უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელი გახდა)
  10. ჯინი რომეტი – IBM-ის აღმასრულებელი დირექტორი