მადრიდში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი გაიმართა, რომელზეც ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ფორმალურად მხარი დაუჭირეს.
„კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი ჩვენს ერთგულებას. დღეს გადაწყვიტეთ, რომ ფინეთსა და შვედეთს NATO-ს წევრობა შევთავაზოთ და გაწევრიანების პროტოკოლებს ხელი მოვაწეროთ.
ალიანსში ნებისმიერი სახელმწიფოს გაწევრიანებისას მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ შეკითხვებს. ამ მხრივ, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის მიერ მიღწეულ სამმხრივ შეთანხმებას მივესალმებით.
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება მათ უფრო დაცულს, NATO-ს უფრო ძლიერს, ევროატლანტიკურ ზონას კი – უფრო დაცულს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება ალიანსისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ შორის გაწევრიანების პროცესის დროსაც“, – ვკითხულობთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებულ დეკლარაციაში.