„ნაწილ-ნაწილ“ | საქართველოს ბანკმა გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდი დააანონსა

„ნაწილ-ნაწილ“ | საქართველოს ბანკმა გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდი დააანონსა

„ტექნოლოგიების დღის“ ღონისძიებაზე საქართველოს ბანკმა გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდი, „ნაწილ-ნაწილ“ დააანონსა.

მისი მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება – სასურველი ნივთები იყიდოს დღეს, საფასურის გადახდა კი მომდევნო თვიდან დაიწყოს, თანაც ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.

BOG-ის გადახდის ახალი მეთოდის ინტეგრაციას ბიზნესები მარტივად შეძლებენ, მისი დახმარებით კი მომხმარებლებს გაუმარტივდებათ სასურველი ნივთების შეძენა, ბიზნესებს კი – საქმიანობა.

„ნაწილ-ნაწილ“ მეთოდით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ციფრული პლატფორმების საშუალებით, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში, QR-ის დასკანერების მეშვეობით.

საქართველოს ბანკი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შედარებით დაბალი ღირებულების (45 ლარიდან) პროდუქტიც კი ნაწილ-ნაწილ შეიძინოს.

აღნიშნული მეთოდი BNPL (buy now, pay later) ტიპის პროდუქტია, რომლის შექმნაში 147 თანამშრომელი და 312 პარტნიორი მონაწილეობდა.

საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების საკრედიტო პროდუქტების სრულყოფილების Tribe-ის ლიდერის, თამარ ბეღელურის განცხადებით, „ნაწილ-ნაწილ“ გადახდის საუკეთესო მეთოდია, რადგან ის სრულად ციფრულია, სწრაფი და არ საჭიროებს არანაირ პროცენტსა და საკომისიოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *